Friday, March 25, 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ რომ,დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და მრავლის მომცველი.დეტალურად გავეცანი  პროექტის მიზანს.  და შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ მომდევნო მოდულების განხილვის დროს.

Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის   სახელწოდება;
"ჩემი   საკვები  ჩემი  წამალია"

2.პროექტის  მთავარი იდეა(თემა)      1-2წინადადებით
საშუალო  და   უფროსი   სასკოლო  ასაკის   ბავშვების    კვების   თავისებურებები.
   
3.პროექტის   აქტუალობა;
დღეს  კაცობრიობის   წინაშე   დგას  საშიშ  დაავადებათა  და  გენეტიკურ   გადახრათა
აღმოფხვრის  ამოცანა, რომელიც   გვემუქრება  სასურსათო  პროდუქტების  კვების  გამო

4 . პროექტის   მიზნები;
მოსწავლე   აგროვებს   ინფორმაციას   საკვები  პროდუქტების  შემავსებლების  შესახებ,
აკეთებს  მის მიერ   ჩატარებული   კვლევის  ანალიზს, მსჯელობს   შედეგებზე   და
გამოთქვამს  მოსაზრებას  პრობლემის   გადაჭრის  შესახებ.
 
5. მონაწილეთა ასაკი;

15  წელი, მე-9 კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა;
ორი  კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
მოსწავლეები   გაიგებენ   სწორი  კვების   და   კვების  რეჟიმის   მნიშვნელობას.
შეისწავლიან ემულგატორების ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და მათ მიერ
გამოწვეულ   დაავადებებს.გამოკითხვის  შედეგად  შექმნილი    ცხრილები,  დიაგრამები,ვიდეო-რგოლი,   ბუკლეტები, აქცია"საკვები  თუ  საწამლავი", ბლოგზე   განთავსებული   ინფორმაცია.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, ინტერნეტი,   შესაბამისი  ლიტერატურა,
კონსულტაციები  ბავშვთა  ინფექციური   საავადმყოფოს   ექიმებთან

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეების   დაყოფა   4ჯგუფად.  ლიდერების   არჩევა   ჯგუფებში.
I  ჯგუფი - მოიძიებს   თეორიულ  მასალას.გაეცნობა  საჭირო  ლიტერატურას   და მოახდენს  შესაბამისი  მასალის  პროექტზე   მორგებას.
II  ჯგუფი - ჩაატარებს  გამოკითხვას    სკოლის   მოსწავლეებს  შორის.წინასწარ  მომზადებული   კითხვარების  საშუალებით.მოახდენს  გამოკითხვის შედეგების
ანალიზს.
III ჯგუფი - განსაზღვრავ  გამოკითხვის   შედეგად   გამოკვეთილ   საკვებ პროდუქტებში ემულგატორების შემცველობას და გააკეთებს დასკვნას, რამდენად დაცულია კვების რეჟიმი სკოლის ასაკის მოზარდებში.
 IV ჯგუფი - მოამზადებს ვიდეო რგოლს, ბუკლეტებს და კითხვარებს, შეაგროვებს პროდუქტების ეტიკეტებს, ორგანიზებას გაუწევს აქციას
პროექტის მონაწილეების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმით :
1.ორგანიზება
2.შინაარსი კორექტულობა
3.კვლევა
4.თვალსაჩინოებები
5.შემოქმედებითობა
6.კავშირი სხვა საგნებთან
7.პრეზენტაცია

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
 მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენთ ბიოლოგიასთან, ქიმიასთან, გეოგრაფიასა და მათემატიკასთან ინტეგრირებას

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი);
ლია ბერძენაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;
lia.berdzenadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
http://liaberdzenadze.blogspot.com/